Sunday, November 6, 2011

USB-ს კვებაზე მომუშავე მაგიდის მაცივარი

  კომპიუტერთან მუშაობისას, ბევრს უყვარს, როდესაც ხელთ აქვს რაიმე გამაგრილებელი, მაგალითად ცივი წვენი, განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ დღეებში. მაგრამ ყველას თან არ აქვს მაცივარი, რომელიც ასეთ სასარგებლო საქმეს აკეთებს. ახლა კი, გამოჩნდა ღირსეული ალტერნატივა, კომპაქტური მაცივარი, რომელიც უზრუნველყოფს "სამუშაოს დასალევების" საჭირო ტემპერატურაზე გაციებას თუ გათბობას.


  სინამდვილეში, ეს არ არის ნამდვილი მაცივარი, ეს მოწყობილობა აერთიანებს, როგორც გამაგრილებელს, ასევე გამათმობელს. ამ "სათამაშოს" მფლობელი კი სურვილისამებრ ირჩევს მისთვის საჭირო ტემპერატურის რეჟიმს. 33 °C-მდე გათბობისთვის ან, პირიქით, 11 °C-მდე გაციებისთვის მოწყობილობას სჭირდება 20 წუთი. ეს არც ისე ბევრია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იგი იკვებება კომპიუტერის USB-პორტით. მას არ სჭირდება კვების სხვა წყარო, რადგან მისთვის საკმარისია სტანდარტული ხუთი ვოლტი. მოწყობილობის ზომები შეადგენს 84x124x250 მმ-ს და იწონის 698 გრამს.



  მოწყობილობის ფასი, USB.Brando-ს ინტერნეტ-მაღაზიაში, შეადგენს 40 $-ს.

ფორუმი: Overclockers
წყარო: 3DNews