Sunday, November 6, 2011

ხელოვნური ფოთოლი, რომელიც წყალს საწვავად აქცევს

მკვლევარებმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) პროფესორ დენიელ ნოცერის (Daniel Nocera) თაოსნობით, შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც მათ „ხელოვნური ფოთოლი“ უწოდეს: როგორც ცოცხალი მცენარეების ფოთლებს, მოწყობილობას შეუძლია მზის ენერგია გარდაქმნას ქიმიურ საწვავად, რომელიც შენახული იქნება და გამოიყენებენ მას ენერგიის წყაროდ.



ხელოვნური ფოთოლი - სილიკონის მზის ელემენტი სხვა და სხვა კატალიზური მატერიალებით ორივე მხარეს - რისი დახმარებითაც არ ჭირდება არანაირი კაბელები ან ელექტრონული სქემები სამარტავად. საჭიროა მხოლოდ აპარატის მოთავსება წყლით სავსე გამჭვირვალე თავღია ჭურჭელში, რათა მზის სხივები მიწვდეს. ამის შემდეგ იწყება წყლის ელექტროლიტური დისოციაცია: ერთი მხრიდან ფილები დაიწყებენ ჟანგბადის ბუშტუკების გამოყოფას, ხოლო მეორე მხრიდან - წყალბადის.

ამ გზით, თუ მოწყობილობას მოვათავსებთ სიმაგრეზე, რომლის დახმარებითაც გაიმიჯნება ბუშტუკების ორი ნაკადი, მოგვიანებით მათ საწვავის სახით გამოვიყენებთ. მაგალითად, ისინი შეგვიძლია გავაზავოთ საწვავთან, რომელიც შემდეგში მათ ისევ წყლად გადააქცევს და ამ გზით მივიღებთ ელექტრონულ დენს.



პროფესორ ნოცერის სიტყვებით, ხელოვნური ფოთოლი შექმნილია გავრცელებული და იაფი მატერიებისგან - ძირითადად კი სილიკონისაგან, კობალტისაგან და ნიკელისაგან - ფუნქციონირებით კი ჩვეულებრივ წყალშიც მუშაობს. სხვა გზები, შეექმნათ მოწყობილობა, რომელიც გაყოფდა წყალს, უშედეგო გამოდგა, რადგან საჭირო ხდებოდა ან ძვირფასი და იშვიათი მატერიის გამოყენება (მაგ. პლატინა) ან კიდევ ხდებოდა კოროზია.

ფორუმი: Overclockers

წყარო: 3DNews