Tuesday, March 6, 2012

ვიდეო თამაშები შეიძლება სუპერ ეფექტური იყოს თანდაყოლილი კატარაქტის წინააღმდეგ



უკანასკნელმა მედიცინის კვლევამ აჩვენა, რომ ერთ დროს ბავშვის თვალის მტრის
სახელით ცნობილ ვიდეო თამაშებს შეიძლება ჰქონდეთ სასარგებლო ეფექტი მხე-
დველობაზე. კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგისტი ამბობს, რომ
40 საათიანი მოქმედებებით დატვირთული თამაშის თამაშს შეუძლია მნიშვნელო-
ვნად გააუმჯობესოს კატარაქტის დაავადებით დაბადებული ადამიანების ხედვა.

კატარაქტი არის თვალის ბროლის შემღვრევა, რაც იწვევს ხედვის დაბნელებას და დაკნინებას. ეს მდგომარეობა ზოგადად ასაკოვან ადმიანებში ვლინდება, მაგრამ იგი შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში თანდაყოლილად, ან მოგვიანებთ. დღეს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ხდება როგორც ქირურგიული ჩარევით, ასევე სპეციალური კონტაქტური ლინზების დახმარებით, თუმცაღა  მკურნალობის ეს სახეობა არასოდეს იძლევა მისი აღმოფხვრის 100 %-იან გარანტიას და შესაძლებელია გართულება მოწიფულობის პერიოდშიც გაგრძელდეს.

მაკმასტერის უნივერისტეტის ფსიქოლოგი დაპნე მაურერი (Daphne Maurer) ირწმუ-
ნება, რომ მან იპოვა ახალი გზა თანდაყოლილი კატარაქტის სამკურნალოდ: მოქმე-
დებითი თამაშის 40 საათი. "ოთხი კვირის განმავლობაში, მოქმედებითი თამაშის 40
საათიანი თამაშის შემდეგ, პაციენტები უკეთ ხედავდნენ პატარა წარწერებს, მოძრ-
ავი წერტილების მიმართულებას და უკეთესად არჩევდნენ სახეებს."

წინა კვლევა ამტკიცებდა, რომ 40 საათიანი გეიმინგი კურნავდა ამბლიოპიას (ცნობილი ასევე როგორც, ზარმაცი თვალი), სწორედ მკურნალობის ამ სახეობამ შეიძლება შესანიშნავი გავლენა მოახდინოს კატარაქტზე. აღსანიშნავია, რომ თამაშის პროცესში თვალი ვარჯიშდება, და მას არ რჩება დრო იმის მოსაფიქრებლად თუ რა უნდა გააკეთოს, ან რა - არა. დრ. მაუერი თავის აღმოჩენას წარადგენს AAAS-ზე ვანკუვერში, სესიისას სახელად "The Effects of Early Experience on Lifelong Functioning: Commitment and Resilience". ამის შემდეგ, ვინ იცის? იქნებ შეიცვალონ ექიმებმა მოსაზრება ბავშვების მხედველობასა და ვიდეო თამაშებს შესახებ.

@Kotaku

Sunday, December 18, 2011

დღის ფოტო: სადღესასწაულო LED-განათება ატლანტის ბოტანიკურ ბაღში

  ატლანტის ბოტანიკურ ბაღს საკმაოდ მოუხდა ორიგინალური სადღესასწაულო გაფორმება. კომპანია Lighting Science Group-მა და CD + M Lightning and Design Group-მა ერთიანი ძალისხმევით შექმნეს შთამბეჭდავი განათების სისტემა, რომელსაც “Garden Lights, Holiday Nights” უწოდეს.

Posted Image

Posted Image

Posted Image

  ბოტანიკური ბაღის დიდ გაზონზე განათავსეს ფუტურისტული კონსტრუქციების მთელი რიგი, რომლებსაც ბუჩქებისა და ხეების ფორმა აქვს. მილიონობით მანათობელს მართავს კომპიუტერი, რომელიც ცვლის განათებას მუსიკალური გაფორმების მიხედვით. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს სანახაობა, მანათობლებს შეუძლიათ გამოანათონ 16.7 მლნ. ფერი!







  ასევე აღსანიშნავია რომ, კარკასებისგან შექმნილი ხეები და საახალწლო ნაძვისხეები ეკოლოგიურად სუფთა არიან და ექვემდებარებიან სრულ გადამუშავებას. ატლანტის ბოტანიკური ბაღის ამ სიახლემ დაამყარა,  ეკოლოგიურობისა და ენერგოეფექტურობის, ახალი ტენდეცია.





წყარო: 3DNews.ru

Sunday, November 27, 2011

რენტგენის სკანერმა შეიძლება დააზიანოს ელექტრონული წიგნის ეკრანი

  დღეს ლიტერატურის ყველა თანამედროვე მოყვარეს აქვს ელექტრონული წიგნი ან დაფიქრებულა მაინც მის შეძენაზე. ამავე დროს იგი ხშირად დააქვთ გადაადგილებისას, რადგან კომპაქტური და სატარებლად მარტივი ნივთია. მაგრამ არ შეიძლება არ ვიცოდეთ იმ სიურპრიზების შესახებ, რომლებიც შეიძლება მათ გაგვიმზადონ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე უსიამოვნო სიურპრიზს ეხება. როგორც ცნობილი გახდა, ელექტრონული წიგნის ეკრანი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს რენტგენის გამოსხივებით.



  ამის შესახებ იტყობინება მაიკლ ჰართი (Michael Hart), ის ირწმუნება, რომ მისი Kindle-ი დაზიანდა რენტგენული სკანერის გამოსხივებით მადრიდის აეროპორტში. ის დარწმუნებულია რომ მიზეზი მხოლოდ ერთია, რადგან იგი კითხულობდა თვითმფრინავის დაჯდომამდე.  თეორიულად ეს შესაძლებელია, ამტკიცებს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი დაპინ ჩუ (Daping Chu).

  ეკრანი E Ink წარმოადგენს შავი და თეთრი დამუხტული ნაწილაკების მასივისგას შემდგარ კაპსულას, რომლებიც ელექტრომაგნიტური ველის გავლენით გადაადგილდებიან და წარმოქმნიან გამოსახულებას. გარკვეული პოზის მიღების შემდეგ ეკრანი ინახავს გამოსახულებას იქამდე, სანამ ძაბვა ისევ არ განხორციელდება, ეს დადებითად აისახება დარჩენილი ენერგიის ეკონომიაზე. შესაბამისად, ელექტროობის გარე წყაროს ადვილად შეეძლო დაერღვია ეკრანის მუშაობა, ან საერთოდ გამოეყვანა მწყობრიდან.

  ამ ფენომენის უფრო სარწმუნო მიზეზი შეიძლება სტატიკური ელექტროობა იყოს, რომელსაც ელექტრონული წიგნის ზედაპირი წარმოქმნის. თუმცაღა რენტგენული გამოსხივების ვერსიაც არ უნდა გამოვრიცხოთ. სკანერისგან გამოწვეული სტატიკურ დატვირთვას მართლა შეუძლია კაპსულაზე წარმოქმნას 100 ვოლტიანი ძაბვა და დააზიანოს ეკრანი, რაც გამოიწვევს ნაწილაკების ერთ ადგილზე სამუდამოდ გაჩერებას.

  Amazon-მა არ დააყოვნა განცხადების გაკეთება, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Kindle-ზე რენტგენული გამოსხივების მანქანამ არ უნდა გამოიწვიოს არანაირი პრობლემა. ასობით ათასი Kindle-ის მფლობელი დაფრინავს თვითმფრინავით ყოველდღიურად, მაგრამ მსგავსი პრობლემა არ ფიქსირდება, თუმცა Amazon-ი მზად არის უფასოდ გამოცვალოს ამ მიზეზით დაზიანებული ყველა ელექტრონული წიგნი. როგორც Telegraph-ი იუწყება, ამ პროგრამის მიხედვით მოწყობილობის შეცვლა უკვე განხორციელდა.

ფორუმი: Overclockers.ge

წყარო: 3DNews

Monday, November 7, 2011

სურათებზე აღბეჭდილი კომპიუტერების ისტორია


რეპორტაჟი გერმანული ტექნიკური უნივერსიტეტიდან

  როგორც მოგეხსენებათ, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ გერმანია განვითარებული ქვეყანაა ტექნოლოგიების მხრივ. სწორედ ამიტომ, როგორც იტალიაშია აუცილებელი კლასიკურ ხელოვნებისათვის მიძღვნილი მუზეუმის არსებობა, ისე, გერმანიაში უნდა იყოს შესაძლებელი რომელიმე ტექნოლოგიურ მუზეუმში შესვლა. უმეტესობა მოზრდილ ქალაქში ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.



  ხშირ შემთხვევაში, ეს მუზეუმები განკუთვნილია ავტომობილების მწარმოებლებისთვის, მაგრამ ბერლინში, რთული ისტორიის მქონე ქალაქში,
ასეთი რამ არ არის.



რა შეიძლება იყოს იმ შენობის შიგნით, რომლის თავზეც თვითმფრინავი დგას? გაგიკვირდებათ და - გემი! გვერდით კი - წყალქვეშა ნავი



ერთ ერთი პირველი რეაქტიული ძრავი, BMW 003, თავის უფრო ახალგაზრდა მოდელთან ერთად, რომელიც იწარმოებოდა Pratt&Whitney-ის მიერ.

სამაგიეროდ, ბერლინში არის უფრო ფართო პროფილის მქონე მუზეუმი - Deutsches Technikmuseum, გერმანული ტექნოლოგიური მუზეუმი. ამ შემთხვევაში, მანქანები ნაკლებად ჭარბობენ და უფრო მეტი საინტერესოა მათთვის, ვისაც აინტერესებს კომპიუტერი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აქ ინახება მსოფლიოს პირველი კომპიუტერის მოდელი. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი შექმნილია იმ ადამიანის მიერ, რომელმაც თავის დროზე შექმნა ორიგინალი. მისი სახელია - კონრად ცუზე (Konrad Zuse).



არ მოგწონს თვითმფრინავები და გემები? აქ არის რამდენიმე ათეული ელმავალი.



ან კიდევ შეგიძლიათ უყუროთ თქვენი პაპების დროინდელ ტელევიზორებს. მაგალითად, არის 1953-ის Philips-ი. ეს მთლად ჩვეულებრივი ტელევიზორი არ არის - პროექტორია.

მართალია, ცხოვრება და მუშაობა კონრად ცუზეს სხვადასხვა ადგილებში უწევდა, ის დაიბადა ბერლინში, იქვე მიიღო განათლება და ასევე იქ დააპროექტა მან პირველი კომპიუტერი 1938 წელს, რომელმაც მარტივი დასახელება, Z1, მიიღო. Z - კონრადის გვარის პირველი ასოა. სინამდვილეში, Zuse-ს პირველ ექსპერიმენტულ მოდელებს ასე ერქვათ: V1, V2 და ა.შ. (Versuchsmodell - "ექსპერიმენტული მოდელი"). საბოლოოდ, მათ გადაარქვეს სახელები, რომ რაკეტების დასახელებაში არ არეოდათ: V გერმანულად იკითხება, როგორც "ფაუ".

ტრანზისტორები და მითუმეტეს ელექტრონული ნათურები Z1-ში ვერ იქნა ნაპოვნი: ეს გამომთვლელი მანქანა შეიქმნა 6 წლით ადრე, სანამ დაიწყებოდა ნათურების გამოყენება გამომთვლელ ტექნიკაში. Z1 - არის მთლიანად მექანიკური კომპიუტერი, თუმცა ამ გამომთვლელ მანქანას ჰქონდა ყველაფერი, რასაც შეიცავს დღეს თანამედროვე კომპიუტერი, იყო პროგრამირებადი, მოქმედებდა ორმაგი კოდით და ოპერირებდა 22-ბიტიანი ციფრებით, მცურავი წერტილებით (Floating point), რაც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გამოთვლა წარმოებულიყო, როგორც მცირე, ასევე დიდი რაოდენობით.


აი ასეთია ის, პირველი კომპიუტერი

Z1-ის პროცესორი მუშაობდა 1 ჰც სიხშირეზე, მეხსიერების მოცულობა შეადგენდა 0.17 კბ-ს. კომპიუტერს სულ ჰქონდა 9 ბრძანება, რომელთა გაცემაც ლენტების დახმარებით ხდებოდა. Z1-ის მოდელში გამოიყენებოდა ქაღალდის ლენტა, თუმცაღა Z2-ის შემთხვევაში უკვე გამოიყენებოდა 35-მმ-იანი კინოფირი.



ფირი ცუზემ აირჩია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი ბიძა (ზოგიერთი წყარო საუბრობს ბაბუაზე, მაგრამ მუზეუმში ტაბლოზე მითითებულია ბიძა) მუშაობდა, იმ დროისთვის, გერმანიის უმსხვილეს კინოსტუდიაში - Universum Film AG და მას შეეძლო მოეპოვა იმ რაოდენობის ფირი, რა რაოდენობითაც მას სჭირდეობდა თავისი მიზნებისთვის. რადგან ცუზე თავის გამომთვლელს ქმნიდა სახელმწიფოს და მსხილი კომპანიების გარეშე, მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით, ეკონომია მიზანშეწონილი იყო.



ერთადერთი, უფრო სერიოზული სპონსორი, რომელიც ცუზემ მიიმხრო თავისი მანქანის შექმნის ადრეული სტადიისას, იყო კურტ პანკე, კალკულატორების მწარმოებლების მფლობელი. სასაცილოა, მაგრამ თავიდან ბატონმა პანკემ ინჟინერს, რამდენჯერმე, ფინანსურ დახმარებაზე უარი შემდეგი სიტყვებით უთხრა: "გამომთვლელი ტექნოლოგიები, ფაქტობრივად, უკვე გამოგონილია - ყველა რთული კონსტრუქცია და შესაძლო გზა უკვე ამოხსნილია. მათში უბრალოდ აღარ დარჩა არაფერი ისეთი რომ გამოიგონო". საინტერესო იქნებოდა ამ ადამიანის სახის გამომეტყველება, როდესაც დავანახებდით, მაგალითად, "აიპადს".

საბოლოოდ, პანკე მაინც დაეხმარა ცუზეს და მისცა მთელი 7 000 რაიხსმარკა - იმ დროისთვის, დაახლოებით სამი კუპე "მერსედის" ფასი. ამან სტიმული მისცა ინჟინერს, დაემთავრებინა Z1-ზე მუშაობა და დაეწყო განახლებულ ვერსიის, Z2-ის შექმნა.



1941 წელს კი, ცუზემ შექმნა Z3 მოდელი - დაფუძნებული ელექტრომაგნიტურ ტრანსლაციაზე, რომელშიც გამოსწორებული იქნა მექანიკური შეცდომები და მუშაობდა სრულყოფილად. მას შეეძლო ყველა ისეთი დავალების ამოხსნა, რომელთა გამოსახვაც ალგორითმულად არის შესაძლებელი. ასეთი ფუნქციების მქონე კომპიუტერების გამოშვება, სხვა მწარმოებლების მიერ, დაიწყო მხოლოდ ომის შემდეგ.

მოცემული მანქანა შეგვიძლია ჩავთვალოთ სრულყოფილ პირველ კომპიუტერად. იმ დროისთვის, მთავრობა დაინტერესდა ცუზეს ნამუშევრებით და Z3-ის შექმნაზე გრანტის სახით გამოყო 20 000 რაიხსმარკა.

თუმცაღა, ამ ყველაფრის შემდეგ ცუზეს უნივერსალური კომპიუტერების შექმნა აღარ გაგრძელებულა. ომის ბედი საპირისპიროდ დატრიალდა ნაცისტური მთავრობისთვის და გერმანიას აღარ ეცალა კომპიუტერებისთვის. 1945 წელს, ბერლინის დაბომბვისას Z1, Z2 და Z3 არსებობდნენ ერთი ეგზემპლიარის სახით. სამივე მათგანი განადგურდა იმ შენობასთან ერთად, რომელშიც ცუზეს კომპანია ფუნქციონირებდა.



Z11 (1951). პირველი კომპიუტერი, რომელიც გერმანიაში მასობრივად იწარმოებოდა



Z22 (1958) ნათურებზე მომუშავე პირველი კომპიუტერი

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ყველაფერმა ინჟინერი შეაჩერა, - კონრად ცუზე შემდეგაც წარმატებით აგრძელებდა თავის სამუშაოებს გამომთვლელ ტექნოლოგიებში, თუმცა მან დაკარგა დრო, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო იმ დროს, ტექნოლოგიური სფეროების სწრაფად ათვისების პერიოდში. ასევე, არც ფინანსები იყო საკმარისი. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ლიდერობა შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა და მან განაგრძო კომპიუტერის ისტორიის წერა.



Z23 (1961) - ერთ ერთი პირველი, ტრანზიტორებზე მომუშავე, კომპიუტერი

ასე რომ, ცუზეს ნაშრომებს ამ ისტორიაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. თუ მოხვდებით ბერლინში, აუცილებლად ეწვიეთ ამ მუზეუმს. ოღონდ გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ გამოფენას, რომელიც ეძღვნება კომპიუტერებს, უკავია მუზეუმის მცირე ნაწილი. თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ბევრი საინტერესო რამ, დაწყებული პირველი ტელევიზორებიდან, პოტოაპარატებიდან და ტიპოგრაფიული მოწყობილობებიდან, დამთავრებული გემებით და თვითმფრინავებით. იქ არის ასევე მთელი ორი სრულყოფილი დეპო, რომელიც შევსებულია ელმავლებით.

აღსანიშნავია, რომ ავტორს არ ეყო სამი საათი, რათა დაეთვალიერებინა მუზეუმი, ასე რომ დროის ფაქტორიც გაითვალისწინეთ. თუ თქვენ დაიღლებით მუზეუმის თვალიერებით ან უბრალოდ იქნებით დაღლილი, შეგეძლებათ ეწვიოთ ბარს, სადაც, ტექნიკის შემდეგ, გერმანელების საყვარელ საქმეს ეზიარებით.

ამ სტატიის სრულყოფილების მიზნით კი შემოგთავაზებთ კომპიუტერების ისტორიას, რომელიც გერმანიის ტექნიკურ უნივერსიტეტში სურათების სახით არის წარმოდგენილი. ამ ყველაფრის დახმარებით კი ჩვენ შევძლებთ გავიაზროთ ის პროგრესი, რომლის შედეგადაც დღეს ვიცნოთ კომპიუტერს ისეთს, როგორიც არის.

1705 წელი. ორობითი სისტემა

გერმანელი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი პირველი აქვეყნებს ორობითი სისტემის გამოთვლების სრულ აღწერას, სადაც რიცხვი ჩაიწერება მხოლოდ ორი ციფრის დახმარებით: 0 და 1.



1833 წელი. პირველი კომპიუტერის იდეა

ინგლისელმა მათემატიკოსი ჩარლზ ბებიჯი იწყებს მთლიანად პროგრამირებული გამომთვლელი მანქანის შექმნას, რომელსაც ის "ანალიტიკურ მანქანას" უწოდებს. 30 წლიანი ცდების შემდეგ ბებიჯი დანებდა. ზუსტი მექანიკის განვითარების დონე იმ დროისთვის არ იყო საკმარისი ასეთი რთული მანქანის შესაქმნელად, რომელიც გამოთვლის ათობით სისტემას გამოიყენებდა.



1847 წელი. ლოგიკური ალგება

ინგლისელი მათემატიკოსი ჯორჯ ბული იგონებს "ფორმალური ლოგიკის განცხადებებს". მასში განცხადებები ერთიანდებიან ლოგიკური ოპერატორების სტრუქტურაში: AND, OR და NOT-ის დახმარებით. დღეს, ლოგიკური ალგებრა პროგრამირების საფუძველს წარმოადგენს.



1886. მონაცემთა ავტომატიზირებული დამუშავება.

გერმან ჰოლერტიმა შექმნა მანქანა პერფორირებული ბარათების დასათვლელად, რომლებიც გამოიყენებოდა აშშ-ს მოსახლეობის აღწერვის დასადგენად.



1937 წელი. უნივერსალური გამომთვლელის თეორია

ინგლისელი მათემატიკოსი ალან თიურინგი აქვეყნებს გამომთვლელის უნივერსალურ კონცეფციას. მან დაამტკიცა, რომ კომპიუტერს შეუძლია გადაჭრას ნებისმიერი მათემატიკური პრობლემა, რომლის გამოსახვაც შესაძლებელია ალგორითმულად (ყოველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ Apple-ის ლოგო, თავისთავად წარმოადგენს ციანიდით მოწამლულ ვაშლს, რომელიც გახდა ალან თიურინგის სიკვდილის მიზეზი. ცისარტყელას ფერებიც არ არის დამთხვევა, თიურინგი ჰომოსექსუალი იყო.)



1938 წელი. პირველი კომპიუტერის შექმნა

ბერლინელი ინჟინერი კონრად ცუზე ასრულებს Z1-ზე მუშაობას: პირველი პროგრამირებული გამომთვლელი მანქანა. ის ავტომატურად მუშაობს ორობით სისტემაში და ოპერირებს ახდენს მცურავი წერტილების დახმარებით (floating points). მანქანის ფუნქციონალურობა განსაზღვრულია არასაკმარისი სიზუსტის კომპონენტების გამო.



1941 წელი. სრულყოფილად მომუშვე კომპიუტერი

კონრად ცუზე ამთავრებს Z3-ის შექმნას, მსოფლიოში პირველი სრულყოფილად მომუშავე კომპიუტერი. მასში რეალიზებულია თანამედროვე კომპიუტერის ყველა ელემენტი, თუმცაღა პროგრამები ისევ ინახება ინფორმაციის გარე მატარებელზე. (საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რელე, რომელიც მეხსიერების სახით გამოიყენებოდა, იმ დროისთვის ძვირი ღირდა, 2 რაიხსმარკა თითოში, ანუ ერთ ბიტში; იმ დროს ცუზე ფირებს უფასოდ ღებულობდა.)



1944 წელი. დიდი გამომთვლელი მანქანა აშშ-ში

ჰარვარდის უნივერსიტეტში ჰოვარ ეიკეინმა პირველმა წარადგინა აშშ-ში, სრულყოფილად პროგრამირებადი გამომთვლელი მანქანა. MARK I-ში გამოიყენეს ელექტრომაგნიტური რელე და გამოთვლის ათობითი სისტემა. მანქანის სიგრძე შეადგენდა 17 მეტრს, ოპერაციის შესრულებაზე ხარჯავდა 0.3 წამს. (აღსანიშნავია, რომ Z3-ზე 3 წლით გვიან შექმნილმა მანქანამ ვერ დააკმაყოფილა თიურინგის თეორია.)



1944 წელი. გამომთვლელი მანქანა ტეხს კოდებს

ბრიტანელმა ჰაკერებმა (იმ დროისთვის, შიფრის მტეხავები) აამუშავეს მანქანა COLOSSUS. მისი საშუალებით მათ გაშიფრეს შეტყობინებები, რომელთა დახმარებით გერმანელი სამხედრო ძალები ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. მანქანა იყენებს ელექტრონულ ნათურებს და მუშაობს ორობითი სისტემით. მას შეუძლია წამში დაამუშაოს 5 000 სიმბოლო. (და ეს მანქანაც ვერ აკმაყოფილებდა თიურინგის თეორიას)



1945 წელი. პროგრამის შიგა მატარებელზე შენახვა

უნგრელ-ამერიკელი მათემატიკოსი ჯონ ფონ ნეიმანმა აღწერა თანამედროვე კომპიუტერის კონცეფცია: პროგრამები უნდა ინახებოდეს ისევე, როგორც მონაცემები, - კომპიუტერის მეხსიერებაში, რადგან სწრაფად შეიძლებოდეს მათთან წვდომა და შეიძლებოდეს მათი მარტივად რედაქტირება.



1946 წელი. ელექტრონული გამომთვლელი მანქანა

აშშ-ში შექმნეს პირველი ელეტრონული არქიტექტურის მქონე კომპიუტერი. ENIAC-ი მუშაობდა დაახლოებით 18 000 ელექტრონული ნათურის დახმარებით და ელექტრომაგნიტური რელეს მქონი მანქანებზე იყო, დაახლოებით, 1 000-ჯერ სწრაფი მანქანა.



1948 წელი. ბიტი

ამერიკელმა მათემატიკოსმა კლოდ შენონმა პირველად გამოიყენა ტერმინი "ბიტი", რომელიც ინფორმაციის რაოდენობის აღმნიშვნელ უმცირეს ერთეულს წარმოადგენდა. ის ირწმუნება, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაცია შესაძლებელია გამოვსახოთ ბიტის დახმარებით.



1948/1949 წელი. პროგრამების შენახვა

დიდ ბრიტანეთში აამუშავეს კომპიუტერები, რომლებსაც შეეძლოთ პროგრამების შენახვა ელექტრონული სახით: ექსპერიმენტური მანქანა BABY, შექმნილი მანჩესტერის უნივერსიტეტის და ESDAC-ის მიერ, კონსტრუქტირებული კემბრიჯის უნივერსიტეტში.


1951 წელი. მონიტორი

ისტორიაში პირველი მონიტორი შეიქმნა ამერიკაში WHIRLWIND მეინფრეიმისთვის. ეს საბრძოლო კომპიუტერი გამოიყენებოდა ამერიკის საჰაერო სივცრის კონტროლისთვის. მოწინააღმდეგის თვითმფრინავები ეკრანზე გრაფიკული სიმბოლოების სახით ჩანდნენ.



1955 წელი. კომპიუტერი ტრანზისტორებზე

აშშ-ში ამოქმედეს პირველი ტრანზისტორული კომპიუტერი - TRADIAC (TRAnsistorised Airborne Digital Computer). სქემა, აგებული ტრანზისტორებზე, მოსახერხებელი, სწრაფი და სანდოა, ხოლო არც თუ ისე შორეულ მომავალში - იაფი, - ვიდრე ელექტონულ ნათურებზე აგებული სქემა. იწყება კომპიუტერების კომერციული მიზნებისთვის გამოყენება.



1958 წელი. გზა მიკროჩიპისკენ

ამერიკელმა ინჟინერმა ჯეკ კილბი იგონებს ინტეგრირებულ სქემას. ტრანზისტორებს, რეზისტორებს და სხვა ელექტრონული კომპონენტებს აწარმოებენ ერთი მატერიისგან და აერთიანებენ ერთ მოდულში. ამ გზით, კომპიუტერები ხდებიან ბევრად უფრო მოსახერხებლები და ეფექტურები. (აღსანიშნავია, რომ ჯეკ კილბმა თავისი სქემა შექმნა გერმანიუმისგან. ხოლო სილიკონის მიკროჩიპი შეიქმნა ნახევარი წლის შემდეგ, რობერტ ნოისის მიერ და გორდონ მურის დახმარებით, რომელმაც დაარსა კომპანია Intel.)



1964 წელი. "კომპიუტერების ოჯახი"

ამერიკულმა კომპანიამ IBM-მა წარადგინა System/360. ამ კომპიუტერის მოდულარული დიზაინის წყალობით, IBM მიაღწევს გრძელვადიან თანამშრომლობას თავის კლიენტებთან, რომლებსაც მიეცემათ შექმნან საკუთარი გამომთვლელი სისტემა, არჩევისამებრ ექვსი სხვადასხვა მეინფრეიმისგან და 40 პერიფერიული მოწყობილობისგან.



1965 წელი. მინიკომპიუტერი

ბაზარზე გამოჩნდა პირველი მინიკომპიუტერი, PDP-8. მინიკომპიუტერები მნიშნვნელოვნაიდ იაფია მეინფრეიმზე და მათი პროგრამირებაც ბევრად იაფია. ამ უპირატესობების გათვალისწინებით, კომპიუტერების გამოჩენა ხდება არც თუ ისე დიდ ფირმებში და სამეცნიერო განყოფილებებში.



1968 წელი. კომპიუტერული თაგვი

ამერიკელმა მკვლევარმა დუგლას ენგელბარტმა წარმოადგინა სისტემისთვის განკუთვნილი "X-Y მდებარეობის გამომსახველი". ეს მექანიზმი განკუთვნილი გრაფიკულ ინტერფეისთან სამუშაოდ, ახლა ცნობილი, როგორც "თაგვი". (აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანმა პრეზენტაციაზე, სახელად "ყველა დემონსტრაციის დედა" - The Mother of All Demos, წარადგინა ელექტრონული ფოსტის კონცეპტი, ჰიპერტექსტი, ვიდეოკონფერენცია, სისტემის მიერ ტექსტის დამუშავება, ფაილების რედაქტირება, მულტიმედია, გრაფიკული ინტეფეისი და ასევე სხვა მრავალი რამ, რომლებიც იმ დროისთვის ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა, ხოლო მრავალი მათგანი, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ თავისუფლად დამკვიდრდა ადამიანების ცხოვრებაში. სტივ ჯობსი იმ დროს 13 წლის იყო და ალბათ აზრადაც არ ჰქონდა ამ ყველაფრის გაუმჯობესება.)



1969 წელი. ინტერნეტის ერის დასაწყისი

ამერიკაში ტელეფონების ქსელების გაჩენის შემდეგ მოხდა ოთხი კვლევითი უნივერსისტეტის დაკავშირება. 1973 წლისთვის ეს ქსელი მოიცავს 35 კვანძს. ცოტახნის შემდეგ კი, საფრანგეთში შექმნეს ევროპის პირველი კომპიუტერული ქსელი.



1975 წელი. მიკროკომპიუტერი

მიკროკომპიუტერი Altair 8800, რომელიც იყო პირველი კომპიუტერი იმ მხრივ, რომ იგი შედეგებოდა დეტალებისგან "გააკეთე შენ". ის გახდა ძალიან წარმატებული. მიკროკომპიუტერების ერაში მთავარი  მთავარ გასაღებად იქცა მიკროჩიპი: ეს მინიატურული ელემენტები შეიცავენ სრულყოფილ პროცესორს.



1975 წელი. ფირმები, რომლებიც ქმნიან პროგრამულ უზრუნველყოფას

ბილ გეითსი და პოლ ალენი აარსებენ კომპანიას Microsoft. ის სწრაფად მოიპოვებს პუპალარულობას პროგრამული ენის, Basic-ის წყალობით, რომელიც შეიქმნა Altair-ისთვის. ახლა მოყვარულებსაც კი შეუძლიათ დაწერონ მარტივი პროგრამები.



1977 წელი. პერსონალური კომპიუტერი

კომპანია Apple-ი რეკლამას უკეთებს თავის Apple II-ს როგორც "პერსონალურ კომპიუტერს". მისი წინამორბედისგან განსხვავებით, Apple I, რომელიც მყიდველს თავად უნდა აეწყო, Apple II იყო პირველი კომპიუტერი, რომელიც მთლიანად აწყობილი იყო.



1981 წელი. პორტატული კომპიუტერი

პირველი პორტატული კომპიუტერი, რომელიც გაყიდვებში ჩაეშვა, იყო Osborne 1. კომპიუტერი, აღჭრუვილი საკრედიტო ბარათის ხელა ეკრანით, რომელიც იწონიდა 12 კგ-ს, და დღევანდელ ნოუთბუქებთან შედარებით, სჭობს "გადასატანი" ვუწოდოთ მას, ვიდრე "პორტატული".



1982 წელი. C64

სახლის კომპიუტერი Commodore 64, რომლის 30 მლნ. ეგზემპლიარი გაიყიდა და ხდება ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი კომპიუტერი. ძლიერი ხმის და გრაფიკული ჩიპის წყალობით, C64 ხდება საუკეთესო კომპიუტერი კომპიურული თამაშების მოყვარულთათვის. კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება შეადგენდა 64 კბ-ს.



1991 წელი. მსოფლიო ქსელი

შექმნილი ევროპის  ბირთვული კვლევების ცენტრის მიერ (CERN) მსოფლიო ქსელი ხელმისაწვდომია საერთო მოხმარებისთვის. მონაცემთა გადაცემის სპეციალური პროტოკოლის, უნიფიცირებული ქსელური მისამართებით და HTML პროგრამირების ენის წყალობით, ახლა უკვე შესაძლებელია ინფორმაციის გაცვლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.



1996 წელი. კომპიუტერი უგებს ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონს

კომპიუტერი, შექმნილი ჭადრაკის სათამაშოდ, პირველი უგებს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ მოთამაშე-ადამიანს. კომპიუტერი IBM Deep Blue მატჩიდან ერთ პარტიას უგებს მსოფლიოს არაერთ გზის  ჭადრაკის ჩემპიონს, გარი კასპაროვს. 1997 წელს კომპიუტერი მას უგებს მთლიან მატჩს.



1998 წელი. Google

გამოჩნდება და სწრაფად ხდება საძიებო სისტემების ბაზრის ლიდერი - Google. კომპანია ინტენსიურად იკვლევს ალგორითმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ძებნის კარგ შედეგებს.



2003 წელი. სოციალური ქსელი

შეიქმნა პირველი სოციალური ქსელი - Myspace. ნახევარი წლის შემდეგ მას მისდევს Facebook. ადამიანებს შეუძლიათ შექმნან უფასო ანგარიშები ინტერნეტში და ერთმანეთთან იურთიერთონ ტექსტებით, სურათებით, მუსიკებით და ვიდეოებით.



2007 წელი. კომპიუტერი ჯიბეში

კომპანია Apple-მა წარადგინა iPhone. ის და სხვა "ჭკვიანი ტელეფონები" დემონსტირებას ახდენენ ცალკეული მოწყობილობების გაერთიანებას - ისეთების, როგორიც არის მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ციფრული კამერა. (iPhone-ის არჩევა იმ მოწყობილობის სახით, რომელმაც დაამყარა ეს ტენდეცია, რა თქმა უნდა, ბადებს არც თუ ისე ცოტა კითხვას, მაგრამ სხვა მხრივ, სწორედ მისი წარდგენის შემდეგ გახდნენ სხვა სმარტფონები პოპულარულები.)



2010 წელი. სუპერკომპიუტერები



2010 წლის ივნისში გამოქვეყნდა სუპერკომპიუტერების სია, რომელთა შორის პირველ ადგილზე ამერიკული Cray Jaguar იყო, მას მცირე სისუსტით ჩამორჩებოდა ჩინური Nabulae. ამ მაღალიწარმადობის სუპერკომპიუტერებს შეუძლიათ წამში ტრილიონ გამოთვლაზე მეტი შეასრულონ. (წინა წელს ჩინელებმა მოასწრეს გამოეშვათ ორჯერ ძლიერი სუპერკომპიუტერი Tianhe-1, თუმცაღა ყველას მაინც იაპონელებმა გადაასწრეს და გამოუშვეს კომპიუტერი ლაკონური დასახელებით - K computer. ამ სისტემამ აჩვენა თითქმის ორჯერ მეტი წარმადობა ჩინურ Tianhe-1-თან შედარებით. ასე რომ, ერთ წელში ყველაზე ძლიერი კომპიუტერის ძალა გაიზარდა დაახლოებით 5-ჯერ.)

მომავალი. კვანტური გამოთვლები?

კომპიუტერების ისტორიას ჯერ-ჯერობით დასასრული არ აქვს. მაგალითისთვის, უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს კვანტური გამოთვლების ათვისება. კომპიუტერები, რომლებიც იყენებენ "კუბიტებს", ან კვანტური ბიტი, შეიძლება დღეს არსებულ სისტემებზე რამდენიმეჯერ სწრაფი აღმოჩნდეს.



ფორუმი: Overclockers

წყარო: 3DNews